საქართველოს უზენაესი სასამართლო 03-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 30.05.2022
საქართველოს უზენაესი სასამართლო გულითადად ულოცავს საქართველოს პროკურატურის ყველა თანამშრომელს პროფესიულ დღეს!
საქართველოს პროკურატურა დემოკრატიული საქართველოს მართლმსაჯულების უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტია, რომელიც თითქმის 30 წელია მხარდამხარ, გულმოდგინედ ახორციელებს კანონის უზენაესობაზე დამყარებული დემოკრატიული მართლმსაჯულების ფორმირებას და მყარ გარანტიებს ქმნის ინსტიტუციური დამოუკიდებლობისათვის. ქართველი პროკურორების მზარდი პროფესიული განათლება და კვალიფიციური უნარ-ჩვევები, ქმნის საფუძველს, რომ ჩვენს ქვეყანაში კიდევ უფრო გაძლიერდეს ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული და კანონის უზენაესობაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების სისტემა.
საქართველოს უზენაესი სასამართლო კიდევ ერთხელ ულოცავს პროკურორებს პროფესიულ დღეს და უსურვებს მათ წარმატებებს ქართული მართლმსაჯულების შემდგომი განვითარების პროცესში.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა