საქართველოს უზენაესი სასამართლო 03-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 15.05.2022
ძვირფასო კოლეგებო,
გულითადად გილოცავთ პროფესიულ დღეს!
მინდა, გისურვოთ წარმატებული სამოსამართლო საქმიანობა კანონის უზენაესობის პრინციპებზე დაფუძნებული მართლმსაჯულების ინტერესების საკეთილდღეოდ.
მოსამართლის პროფესია, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთა უფლებების დაცვას და ხელს უწყობს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესს, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს თითოეულ ჩვენგანს და მჯერა, რომ ეს პასუხისმგებლობა და პროფესიის სიყვარული იქნება ქართული მართლმსაჯულების წარმატების გარანტი.
მადლობას გიხდით თავდაუზოგავი შრომისა და პროფესიული შემართებისთვის.
ნინო ქადაგიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა