საქართველოს უზენაესი სასამართლო 03-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 18.04.2022
სასამართლო სისტემაში ერთიანი ქოლ-ცენტრი ამოქმედდა.
საერთო სასამართლოების საინფორმაციო ცენტრი - ნომერზე 15 45 - მოქალაქეებს გაუმჯობესებულ სატელეფონო მომსახურებას სთავაზობს.
სასამართლოს მომხმარებლის მხრიდან საკმაოდ მაღალია სატელეფონო კომუნიკაციის მოთხოვნა, ერთიანი პლატფორმის შექმნის მიზანი კი ინფორმაციის დროული და ეფექტიანი მიწოდების უზრუნველყოფაა.
ქოლ-ცენტრის მომსახურება დაინტერესებულ პირებს დაეხმარება დაზოგონ დრო და მიიღონ მათთვის საჭირო ინფორმაცია.
საერთო სასამართლოების საინფორმაციო ცენტრს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მიქაუტაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ნიკოლოზ მარსაგიშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ვასილ მშვენიერაძე და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეეგის თავმჯდომარე თემურ გოგოხია ესტუმრნენ და მის მუშაობას გაეცნენ.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა