საქართველოს უზენაესი სასამართლო 03-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 11.03.2022
მიმდინარე წლის 11 მარტს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა ფიცის დადების ცერემონია გაიმართა. ფიცი ექვსმა ახლადგანწესებულმა მოსამართლემ დადო. გულიკო კაჟაშვილი, ნინო სახელაშვილი, ნინო ჯოჯუა, გიორგი მთიულიშვილი, ლიკა ბოკერია და ეკატერინე მაღრაძე მოსამართლეებად სხვადასხვა რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში განწესდნენ.
მოსამართლეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ. ღონისძიებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, წევრები და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები დაესწრნენ.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა