საქართველოს უზენაესი სასამართლო 03-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 25.10.2021
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადდა სახელმძღვანელო. წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მომზადებული პრეცენდენტულ საქმეთა ანალიზის ავთენტურ თარგმანს (www.echr.coe.int). მასში განხილულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) ყველა ასპექტი.
სახელმძღვანელო შედგენილია იმგვარად, რომ მასში მოცემულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საძიებო სისტემის აღწერაც. კერძოდ, ყველა საკითხი იწყება HUDOC -ის საკვანძო სიტყვებით, რომელიც მიუთითებს თუ როგორ უნდა მოიძიოს მკითხველმა საძიებო სისტემის ქართულ ვერსიაში სასამართლოს მიერ განხილული საქმეები (https://hudoc.echr.coe.int/GEO).
ნაშრომი წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 31 აგვისტოს გამოცემული სახელმძღვანელოს განახლებულ ვერსიას, სადაც მითითებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უახლესი პრაქტიკა და განხილულია სტარსბურგის სასამართლოს ახალი მიდგომები.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა