საქართველოს უზენაესი სასამართლო 03-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 25.09.2021
23-24 სექტემბერს, ბათუმში, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF), შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეგიდით გაიმართა მეორე საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ბავშვთა უფლებების ჩართვას საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებსა და კურიკულუმებში. საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე, რომელმაც განსაკუთრებით აღნიშნა, ბავშვთა უფლებების ცოდნის მნიშვნელობის შესახებ როგორც საგანმანათებლო სისტემაში ისე, ზოგადად საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი სკოლის სახელით მოხსენებით წარსდგა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თამარ ალანია, რომელმაც ასევე ისაუბრა სასწავლო პროგრამებში ბავშვთა უფლებების ინკორპორირების მნიშვნელობის შესახებ.
25-26 სექტემბერს ასევე ბათუმში, სასტუმრო ,,ჰილტონში“, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ერთობლივი ორგანიზებით ბავშვთა მოსამართლის კონცეფციის განსახილველად სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო ქადაგიძემ. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მულტიდისციპლინური გუნდის წევრი სპეციალიზებული მოსამართლეები: ეკა არეშიძე, ეკა გაბრიჩიძე, ლევან დარბაიძე, თამარ ალანია, მადონა მაისურაძე, მაია თეთრაული, ეკატერინე გასიტაშვილი, ასევე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი მოსამართლე თამარ ონიანი და იუსტიციის უმაღლესი სკოლის წარმომადგენლები.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა