საქართველოს უზენაესი სასამართლო 03-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 30.07.2021
29 ივლისს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე საქართველოს იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე. შეხვედრაზე სასამართლოს დამოუკიდებლობისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების მიმართულებით განხორციელებული რეფორმები განიხილეს. უზენაესი სასამართლო და იუსტიციის სამინისტრო კვლავაც აქტიურად გააგრძელებენ თანამშრომლობას მართლმსაჯულების სისტემაში ადამიანის უფლებების დაცვისა და რეფორმების გაგრძელების მიზნით.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა