საქართველოს უზენაესი სასამართლო 03-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 19.07.2021
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების კვლევისა და ანალიზის ცენტრის საქმიანობის ფარგლებში მომზადდა ეროვნული პრაქტიკის განზოგადება სხვადასხვა თემატიკასთან მიმართებით. ნაშრომები ეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: ადმინისტრაციულ სამართალში - საჯარო სამსახურში შრომითი დავების შესახებ სასამართლო პრაქტიკა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა იძულებით გადაადგილებულ პირებთან-დევნილებთან დაკავშირებულ საქმეებზე (2014-2020 წლები), სისხლის სამართალში - საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა სისხლის სამართლის საქმეებზე (2017-2019 წლები), ხოლო სამოქალაქო სამართალში - დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა და უკანონო დათხოვნის სამართლებრივი შედეგები.
ნაშრომები იხილეთ შემდეგ ბმულზე:
საჯარო სამსახურში შრომითი დავების შესახებ სასამართლო პრაქტიკა
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა სისხლის სამართლის საქმეებზე (2017-2019 წლები)
დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა და უკანონო დათხოვნის სამართლებრივი შედეგები
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა