საქართველოს უზენაესი სასამართლო 03-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 15.07.2021
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში ღასან ხალილს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და ბავშვის უფლებათა კოდექსების ნორმების პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობის მიზნით თანამშრომობის გაღრმავების საკითხებზე. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის ერთობლივი გეგმები განიხილეს ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის დანერგვისათვის. გაეროს ბავშვთა ფონდი წლების განმავლობაში მხარს უჭერს საერთო სასამართლოების სისტემას და საერთაშორისო და ადგილობრივი პროფესიონალების მონაწილეობით მართავს ტრენინგებსა და სამუშაო შეხვედრებს, რაც ბავშვის საუკეთესო ინტერესის უპირატეს გათვალისწინებას უწყობს ხელს მართლმსაჯულების სისტემაში.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა