საქართველოს უზენაესი სასამართლო 03-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 12.07.2021
უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრმა თარგმნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2021 წლის 12 ივნისს საქართველოს წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების ვრცელი სამართლებრივი შეჯამება საქმეზე: შუბითიძე საქართველოს წინააღმდეგ. აღნიშნული საქმე ეხებოდა სამართალდამცავების მხრიდან ნარკოტიკების ჩადებას, რაზეც სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფის (სამართლიანი სასამართლო განხილვა) დარღვევა.
ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2021 წლის 8 ივლისს საქართველოს წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების ვრცელი სამართლებრივი შეჯამება საქმეზე: თხელიძე საქართველოს წინააღმდეგ. აღნიშნული პირველი ფემიციდის საქმეა, რომელიც საქართველოდან წავიდა ევროპულ სასამართლოში და რომელზეც სასამართლომ დაადგინა მე-2 და მე-14 მუხლების დარღვევა.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა