საქართველოს უზენაესი სასამართლო 03-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 24.05.2021
უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრმა თარგმნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიღებული ბოლო 4 გადაწყვეტილების სამართლებრივი შეჯამება საქმეებზე: შრადე საქართველოს წინააღმდეგ, თორთლაძე საქართველოს წინააღმდეგ, ტლაშაძე და კაკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, კალანდია საქართველოს წინააღმდეგ.
ადამიანის უფლებათა ცენტრი განაგრძობს საქართველოს წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებების ქართულ ენაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, რაც მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემაში სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესახებ ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სამომავლოდ დარღვევის დადგენის პრევენციას.
ამასთანავე, აღსანიშავია, რომ უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრმა მოამზადა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 20 საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებების მოკლე სამართლებრივი შეჯამების თარგმანი.
აღნიშნული საქმეები ეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა პირის შეურაცხყოფის გამო მომჩივნისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების თავსებადობა კონვენციის მე-10 მუხლთან; სასამართლოს ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით შექმნილი დაბრკოლება, ზედმეტად მაღალი სასამართლო ბაჟის გამო, კონვენციის მე-6 მუხლის ჭრილში; ბებია-ბაბუასა და შვილიშვილებს შორის ურთიერთობის შენარჩუნება კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული ოჯახური ცხოვრების დაცულობის ჭრილში; პირის მოკლე ვადიანი დაკავება წარმოადგენს თუ არა თავისუფლების აღკვეთას კონვენციის მე-5 მუხლის მიხედვით და სხვ.
თორთლაძე საქართველოს წინააღმდეგ
ტლაშაძე და კაკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ
კალანდია საქართველოს წინააღმდეგ
იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 20 საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები:
Air Canada v. the United Kingdom
Beles and Others v. the Czech Republic
Buffalo S.r.l. in liquidation v. Italy
Jedamski and Jedamska v. Poland
Keriman Tekin and Others v. Turkey
Beccarini and Ridolfi v. Italy
Marpa Zeeland B.V. and Metal Welding B.V. v. the Netherlands
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა