საქართველოს უზენაესი სასამართლო 03-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 19.05.2021
2021 წლის 19 მაისს, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციულ კომიტეტს მომართა, საქართველოს საერთო სასამართლოების 1/5-ზე მეტმა მოსამართლემ, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 66-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად და მოითხოვეს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა XXIX რიგგარეშე კონფერენციის მოწვევა,საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 (ოთხი) მოსამართლე წევრის, საქართველოს საერთო სასამართლოების სადისციპლინო კოლეგიის 1 (ერთი) მოსამართლე წევრის და საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის 5(ხუთი) წევრის არჩევის მიზნით, 2021 წლის 26 მაისს, 12:00 საათზე.
შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა XXIX რიგგარეშე კონფერენცია, გაიმართება 2021 წლის 26 მაისს.მოსამართლეთა რეგისტრაცია დაიწყება 11:00 საათზე, ხოლო კონფერენცია გაიხსნება 12:00 საათზე, ადგილი - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლა, მის.: თბილისი, ნოდარ ბოხუას ქუჩა №19.
კონფერენციის მუშაობა იქნება საჯარო და გამჭვირვალე. კონფერენციაზე დასწრების მსურველმა პირებმა, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ჟურნალისტებმა, კონფერენციის ჩატარებამდე 1 დღით ადრე (25მაისის, 18:00 საათამდე) წარმოადგინეთ თქვენი კანდიდატურა.
აკრედიტაციისათვის მიმართეთ საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციისა და ადმინისტრაციული კომიტეტის სამდივნოს შემდეგ მისამართზე - ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №6.
საკონტაქტო პირი:
საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციისა და ადმინისტრაციული კომიტეტეტის სამდივნოს წევრი
თორნიკე ქოჩქიანი - kochkiani.tornike@gmail.com; ტელ: 598 465351.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა