საქართველოს უზენაესი სასამართლო 03-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 26.04.2021
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის საქმიანობის ფარგლებში ტრადიციულად მომზადდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებათა და განჩინებათა კრებული, რომელშიც თავმოყრილია სასამართლოს მიერ 2018-2020 წლებში განხილული განსაკუთრებული სამართლებრივი ინტერესის მქონე საკითხები.
კრებულში მიმოხილულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: ზემდგომი სასამართლოების ხელმისაწვდომობაზე დაწესებული შეზღუდვების შესაბამისობა კონვენციის მე-6 მუხლთან; კიბერბულიგნი, როგორც ქალთა მიმართ ძალადობის ასპექტი; ბრალდებულის მიერ საკუთარი თავის დაცვის უფლების ფარგლები; კონვენციიდან გამომდინარე სახელმწიფოთა ვალდებულებები ავტოსაგზაო შემთხვევებსა და სუიციდის რისკის მქონე ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტების მონიტორინგთან დაკავშირებით; სამუშაო ადგილზე ვიდეოთვალთვალსა და დასაქმებულთა პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებას შორის ბალანსის დადგენა; ბოიკოტი, როგორც საპროტესტო მოსაზრებების გამოხატვის საშუალება და სხვ.
წინამდებარე კრებულის მიზანია მკითხველს გააცნოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა, ახალი მიდგომები და პრეცედენტული სამართლის განვითარება. მოგეხსენებათ, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც ვითარდება ქვეყნებში შექმნილი მდგომარეობისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში არსებული ვითარების შესაბამისად. აღნიშნულ კრებულში განხილული საქმეები ცხადყოფს, რომ ევროპული სასამართლო გადაწყვეტილებებს იღებს ახალი გამოწვევების კვალდაკვალ და განაგრძობს ადამიანის უფლებათა სფეროში საერთაშორისო სტანდარტების შემუშავებას.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა