საქართველოს უზენაესი სასამართლო 03-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 08.04.2021
მიმდინარე წლის 8 აპრილს საქართველოს უზენაეს სასამართლოში ,,სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის“ შესაბამისად გამოცხადდა სტაჟიორთა კონკურსი ადმინისტრაციული, სამოქალაქო, სისხლის სამართლის საქმეთა და ანალიტიკური მიმართულებით.
სტაჟირების მიზანია მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება, მათი პროფესიული განვითარება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.
სტაჟირების მსურველთათვის მიმდინარეობს რეგისტრაცია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე: hr.gov.ge
სტაჟირების ვადაა 6 თვე. რეგისტრაცია სრულდება მიმდინარე წლის 21 აპრილს.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა