საქართველოს უზენაესი სასამართლო 03-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 02.03.2021
უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრმა თარგმნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2021 წლის 25 თებერვალს საქართველოს წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივი შეჯამება საქმეზე: მჭედლიშვილი საქართველოს წინააღმდეგ.
წინამდებარე საქმე ეხებოდა მომჩივნის საჩივარს, რომლის მიხედვითაც ის დავობდა, რომ სააპელაციო სამართალწარმოების დროს დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი იმ საფუძვლით, რომ საქმე სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა.
სტრასბურგის სასამართლომ დანაშაულის პირველ ეპიზოდთან მიმართებით მიიჩნია, რომ სააპელაციო სამართალწარმოება არ წარმოშობდა ფაქტობრივ ან სამართლებრივ საკითხებს, რომელთა გადაწყვეტა შეუძლებელი იქნებოდა მხარეთა წერილობითი მოსაზრებების საფუძველზე. თუმცა, სასამართლომ მეორე ეპიზოდთან დაკავშირებით აღნიშნული მუხლის დარღვევა დაადგინა და განაცხადა, რომ საქმის გარემოებები სათანადოდ ვერ დადგინდებოდა ბრალდებულთა ჩვენებების პირდაპირი შეფასების გარეშე. ამდენად, საქმეში არ არსებობდა გამონაკლისი გარემოება, რომელიც გაამართლებდა ზეპირი მოსმენის არარსებობას.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა