საქართველოს უზენაესი სასამართლო 03-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 21.02.2021
ზუსტად 100 წელი გავიდა ისტორიული თარიღიდან, რომელიც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე დღემდე უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.
1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ, ქვეყნისთვის ურთულეს ვითარებაში, პირველი კონსტიტუცია მიიღო. ის წარმოადგენდა ერთ-ერთ ყველაზე პროგრესულ სამართლებრივ დოკუმენტს და იყო გარანტი ადამიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის. საქართველოს პირველმა კონსტიტუციამ ქვეყანას დამოუკიდებლად არსებობისა და განვითარების შესაძლებლობა მისცა.
მჯერა, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა, განვითარება და კონსტიტუციის დაცვა ლოგიკურ შედეგს გამოიღებს ჩვენი ქვეყნისთვის. ყველას გილოცავთ, ამ მნიშვნელოვან თარიღს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა