საქართველოს უზენაესი სასამართლო 03-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 31.12.2020
დღეს, 31 დეკემბერს, 2020 წლის ბოლო სამუშაო დღეს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე და უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე გერმანულ ჰოსპიტალს ესტუმრნენ, რომელიც მიმდინარე კოვიდ-19 -ის პანდემიის პირობებში კოვიდ-დაწესებულებად გადაკეთდა.
უზენაესი სასამართლოსა და სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარეებმა დამდეგი შობა-ახალ წელი მიულოცეს გერმანული ჰოსპიტლის ექიმებს, სხვა თანამშრომლებს და საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრნენ ჰოსპიტლის ექიმთა მიერ ორგანიზებულ შემაჯამებელ კონფერენციას.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა