საქართველოს უზენაესი სასამართლო 08-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 15.06.2012
2012 წლის 13-15 ივნისს ჰააგაში საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში ქართველ მოსამართლეთა დელეგაციაც მონაწილეობს. დელეგაციას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი ხელმძღვანელობს.
კონფერენცია სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციის მიერაა ორგანიზებული და იგი უკვე მეხუთედ იმართება.
კონფერენციაზე მოხსენებას წაიკითხავს კონსტანტინე კუბლაშვილი. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოხსენება ნაფიც მსაჯულთა სასამაართლოს ქართულ გამოცდილებას შეეხება. კონფერენციის მონაწილეები, ასევე, განიხილავენ ელექტრონული საქმისწარმოების, სასამართლო სისტემის გამჭვირვალობისა და ადმინისტრირების საკითხებს.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა