Chamber of Control of Georgia

საქართველოს უზენაესი სასამართლო 04-06-2025

ამობეჭდვა

გამოქვეყნებულია 24.11.2020

საქართველოს უზენაეს სასამართლოში ახლად გამწესებული მოსამართლეების ფიცის დადების ცერემონია გაიმართა

საქართველოს უზენაეს სასამართლოში საერთო სასამართლოების ახლად გამწესებულ მოსამართლეთა ფიცის დადების ცერემონია გაიმართა.

ოცდაოთხმა მოსამართლემ მოსამართლის მანტია დღეს პირველად მოირგო.

მოსამართლეებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ მიმართა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით სხვადასხვა რაიონულ(საქალაქო) სასამართლოში დაინიშნენ: ია ბარამიძე, ქეთევან ბერეკაშვილი, ნინო გიორგაძე, ირმა გოგალაძე, ნინო გოგატიშვილი, ირინა გოგოლაძე, თეონა ეპიტაშვილი, გვანცა ვარდანიძე, გრიგოლ ვატიტაძე, ვერიკო ზათიაშვილი, თეა თაყაძე, ქეთევან თხელიძე, ლაშა კლდიაშვილი, კონსტანტინე კოპალიანი, არჩილ კოჭლამაზაშვილი, ნათია მარშანია, ბაია ოტიაშვილი, გიზო უბილავა, ნინო შერბაკოვი, კობა ჩაგუნავა, გვანცა ჩიქოვანი, ლელა ცაგარეიშვილი, ირაკლი ხუსკივაძე, მიხეილ ჯინჯოლია.

ახლად გამწესებული მოსამართლეები უფლებამოსილებას  2020 წლის 1 დეკემბრიდან განახორციელებენ. საზეიმო ღონისძიებას  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი და წევრები ესწრებოდნენ.

http://www.supremecourt.ge

ამობეჭდვა