საქართველოს უზენაესი სასამართლო 03-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 20.11.2020
უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრმა თარგმნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2020 წლის 19 ნოემბერს საქართველოს წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივი შეჯამება საქმეზე: შავაძე საქართველოს წინააღმდეგ.
აღნიშნული საქმე ეხებოდა მომჩივნის მეუღლის, ყოფილი სამხედრო მოსამსახურის, გარდაცვალებას. მოცემულ საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-2 მუხლის როგორც არსებითი, აგრეთვე პროცედურული ნაწილის დარღვევა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფომ ვერ წარმოადგინა დამაჯერებელი და სარწმუნო ახსნა-განმარტება იმისა, რომ მომჩივნის მეუღლის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს არ ეკისრებოდა. სტრასბურგის სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ მომჩივნის ქმრის გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის გამოძიება არაეფექტიანი იყო, თავდაპირველი გამოძიების დროს ხელისუფლების ორგანოების მხრიდან დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ნაკლებობის, საქმიდან მომჩივნის ჩამოშორებისა და გამოძიებაში აუხსნელი გაჭიანურებების პერიოდების გამო.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა