საქართველოს უზენაესი სასამართლო 03-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 16.09.2020
მიმდინარე წლის 16 სექტემბერს, ევროკავშირისა და გაეროს მხარდაჭერით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
წინამდებარე მემორანდუმის მიზანია საქართველოში მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის პოპულარიზაცია. ამ ამოცანის მისაღწევად მხარეები მზად არიან ერთობლივი ინიციატივებისა და ღონისძიებების განხორციელებისთვის.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა