საქართველოს უზენაესი სასამართლო 03-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 01.09.2020
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრმა თარგმნა სტრასბურგის სასამართლოს მიერ 2020 წლის 25 ივნისს საქართველოს წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება საქმეზე არქანია საქართველოს წინააღმდეგ.
წინამდებარე საქმეზე სასამართლომ კონვენციის მე-3 მუხლის მატერიალური და პროცედურული ასპექტების დარღვევა დაადგინა, მომჩივნის მიმართ პოლიციის განყოფილებაში განხორციელებული არასათანადო მოპყრობისა და ამ ფაქტის არაჯეროვანი გამოძიების გამო. სასამართლომ აგრეთვე დაადგინა კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევა, ვინაიდან მომჩივანი დაკავებულ იქნა ოთხი-ხუთი საათით ადრე, ვიდრე ეს მოცემული იყო დაკავების ოფიციალურ ოქმში, რაც სასამართლოს მოსაზრებით არღვევს თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლებით უზრუნველყოფილ ფუნდამენტურ გარანტიებს და შეუთავსებელია ამ მუხლით განსაზღვრულ კანონიერების მოთხოვნასთან.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა