საქართველოს უზენაესი სასამართლო 03-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 16.07.2020
მიმდინარე წლის 16 ივლისს, „იურიდიულ პროფესიათა საკონსულტაციო საბჭოს“ ბენჩ-ბარ ფორმატის ინსტიტუციონალიზაციის მიზნით,საქართველოს უზენაეს სასამართლოს, საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა, კრისტიან ურსემ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ხელმძღვანელმა, ადამ შმიდტმა, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა.
მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ზემოაღნიშნული მემორანდუმი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს იურიდიული პროფესიის გაძლიერებას, მართლმსაჯულების სფეროში აქტუალურ სამართლებრივ საკითხებზე აზრთა თავისუფალ გაცვლა-გამოცვლას, საერთო ეთიკური პრინციპების დამკვიდრებას, ერთგვაროვანი და განჭვრეტადი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას, რაც, თავის მხრივ, გააძლიერებს და განამტკიცებს საზოგადოების ნდობას მართლმსაჯულების სისტემისადმი.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა