საქართველოს უზენაესი სასამართლო 03-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 26.06.2020
უზენაესი სასამართლოს ეროვნული სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების განყოფილებამ გამოსცა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებათა კრებულები სისხლის სამართლის (2019 # 10-12) და ადმინისტრაციულ საქმეებზე (2020 # 1).
სისხლის სამართლის # 10-12 კრებული ეძღვნება როგორც მატერიალური სამართლის ზოგადი და კერძო ნაწილების, ისე საპროცესო სამართლის კერძო ნაწილის ისეთ საკითხებს როგორიცაა სასჯელის მიზნები და სახეები, სასჯელის დანიშვნა, ამნისტია, შეწყალება, ნასამართლობა, სიცოცხლის, ჯანმრთელობის, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული; გამამტყუნებელი და გამამართლებელი განაჩენის დადგენა, ახლად გამოვლენილი გარემოებები.
ადმინისტრაციულ საქმეებზე # 1 კრებულის თემაა საგადასახადო დავებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები, რომელიც ეხება გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირებს და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აქტების კანონიერებასა და მათი გასაჩივრების წესს.
იხილეთ:
2019 წლის # 10-12 გადაწყვეტილებათა კრებული სისხლის სამართლის საქმეებზე
2020 წლის # 1 გადაწყვეტილებათა კრებული ადმინისტრაციულ საქმეებზე
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა