საქართველოს უზენაესი სასამართლო 03-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 25.05.2020
უზენაესი სასამართლოს ეროვნული სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების განყოფილებამ განაახლა კორონა ვირუსის გამო შეფერხებული საქმიანობა და გამოსცა (ელ. ვერსიის სახით) უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებათა 2 ახალი კრებული სამოქალაქო საქმეებზე (2019 წლის # 11 და # 12).
# 11 კრებული ეძღვნება კანონისმიერ და დელიქტურ ვალდებულებებს. მასში შეტანილია გადაწყვეტილებები უსაფუძვლო გამდიდრებასთან და ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
# 12 რებულის თემაა ისეთი სამეწარმეო დავები, რომლებიც დაკავშირებულია დირექტორის უფლებამოსილებასთან და პასუხისმგებლობასთან, საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვასთან და დივიდენდების განაწილებასთან.
იხილეთ:
2019 წლის # 11 გადაწყვეტილებათა კრებული სამოქალაქო საქმეებზე
2019 წლის # 12 გადაწყვეტილებათა კრებული სამოქალაქო საქმეებზე
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა