საქართველოს უზენაესი სასამართლო 03-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 07.05.2020
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრმა თარგმნა სამართლებრივი შეჯამება 2020 წლის 7 მაისს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილ საქმეზე - ვარდოსანიძე საქართველოს წინააღმდეგ.
მოცემულ საქმეში სასამართლომ პირველად განიხილა ისეთი საინტერესო საკითხი, როგორიცაა მხუთავი აირით მოწამვლისგან პირის გარდაცვალების შედეგად სახელმწიფოსთვის პასუხისმგებლობის დაკისრება, კერძოდ, პოზიტიური ვალდებულების ჭრილში. აღსანიშნავია, რომ სტრასბურგის სასამართლომ კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) დარღვევა არ დაადგინა. სასამართლო ამ გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო იმ უდავო ფაქტობრივ გარემოებას, რომ რეალურად, უსაფრთხოების ნორმების დარღვევა, ბუნებრივი აირის მიმწოდებელი კომპანიის წარმომადგენლებმა მომჩივნის ვაჟის გარდაცვალებამდე აღმოაჩინეს, რის გამოც გამორთეს წყლის გამათბობელი და გასცეს შესაბამისი სიტყვიერი გაფრთხილება. თუმცა, მიუხედავად ამისა, უსაფრთხოების ნორმების დარღვევით, მომჩივნის ოჯახმა გამათბობელი ბუნებრივ აირს ხელახლა მიუერთა.
სტრასბურგის სასამართლომ განაცხადა, ,, იმის გათვალისწინებით თუ რა რთული განსაჭვრეტია ადამიანის ქმედება, კონვენციის მე-2 მუხლით განსაზღვრული პოზიტიური ვალდებულება ხელისუფლების ორგანოებს ვერ დააკისრებს გადაჭარბებულ ტვირთს.’’
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა