საქართველოს უზენაესი სასამართლო 03-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 23.04.2020
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები აგრძელებენ სამოქალაქო სოლიდარობის აქციაში მონაწილეობას და კორონავირუსის საქართველოში გავრცელების პრევენციის ფონდში - Stop.Cov.ge თანხების ინდივიდუალურად გადარიცხვას. თანხების გადარიცხვა მიმდინარე წლის აპრილშიც განხორციელდა.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები საწყის ეტაპზევე ჩაერთვნენ სამოქალაქო სოლიდარობის აქციაში, რომელიც საქართველოში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული მძიმე სოციალური მდგომარეობის დაძლევას ემსახურება და მათ მიერ მიმდინარე წლის მარტში, კორონავირუსის საქართველოში გავრცელების პრევენციის ფონდში - Stop.Cov.ge. - 22 ათასი ლარი გადაირიცხა.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და მოსამართლეები კვლავ აქტიურად გააგრძელებენ აღნიშნულ აქციაში მონაწილეობას, ჩვენი მოქალაქეების მიმართ ამ მძიმე სოციალურ ვითარებაში მხარდაჭერის გამოხატვის მიზნით.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა