საქართველოს უზენაესი სასამართლო 03-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 12.03.2020
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 13 მარტიდან საქართველოს უზენაესი სასამართლო გადადის დისტანციური/გრაფიკით შრომის რეჟიმზე.
დისტანციური შრომის რეჟიმში გადასვლის გადაწყვეტილება შეეხება ყველას, გარდა იმ თანამშრომლებისა, რომელთა დისტანციური შრომის რეჟიმში მუშაობა სასამართლოს საქმიანობას შეაფერხებს.
საჭიროების შემთხვევაში დისტანციური შრომის რეჟიმში მყოფი თანამშრომელი ვალდებულია გამოცხადდეს სამსახურში მოთხოვნისთანავე.
სასამართლოს მოქალაქეთა მისაღები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა