საქართველოს უზენაესი სასამართლო 03-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 06.03.2020
2020 წლის 5 მარტს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართა საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის სხდომა.
ადმინისტრაციულმა კომიტეტმა 2020 წლის 5 მარტს სხდომაზე დაამტკიცა:
- მოსამართლეთა კონფერენციისა და ადმინისტრაციული კომიტეტის სამდივნოს შემადგენლობა, საქართველოს მოსამართლეთა XXVII რიგგარეშე კონფერენციის ჩატარების თარიღი - 2020 წლის 14 მარტი (მოსამართლეთა რეგისტრაცია დაიწყება 10:00 საათზე, ხოლო კონფერენცია გაიხსნება 11:00 საათზე), ადგილი - იუსტიციის უმაღლესი სკოლა, მის.: ქ. თბილისი, ნოდარ ბოხუას ქუჩა №19;
- საქართველოს მოსამართლეთა XXVII რიგგარეშე კონფერენციის დღის წესრიგი;
- საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 1 (ერთი) მოსამართლე წევრის არჩევნების (ხელახალი არჩევნების) საარჩევნო ბიულეტენებისა და შემაჯამებელი ოქმების ნიმუშები;
- ასევე ადმინისტრაციულმა კომიტეტმა ცნობად მიიღო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოწოდებული „საქართველოს სამოსამართლო ეთიკის წესების“ პროექტი, რომელიც საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციას წარედგინება დასამტკიცებლად;
კონფერენციის მუშაობა იქნება საჯარო და გამჭირვალე. კონფერენციაზე დასწრების მსურველმა პირებმა, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა წარმომადგენლებმა, ჟურნალისტებმა, კონფერენციის ჩატარებამდე 1 დღით ადრე მაინც (13 მარტის, 18:00 საათამდე) წარმოადგინეთ თქვენი კანდიდატურა.
აკრედიტაციისათვის მიმართეთ საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციისა და ადმინისტრაციული კომიტეტის სამდივნოს შემდეგ მისამართზე - ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №6.
საკონტაქტო პირი:
თორნიკე ქოჩქიანი - kochkiani.tornike@gmail.com; ტელ: 598 46 53 51.
იხილეთ საქართველოს მოსამართლეთა XXVII რიგგარეშე კონფერენციის დღის წესრიგი
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა