საქართველოს უზენაესი სასამართლო 03-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 05.03.2020
უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრმა თარგმნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2020 წლის 27 თებერვალს საქართველოს წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების მოკლე სამართლებრივი შეჯამება საქმეზე ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ.
წინამდებარე საქმე ეხებოდა ბ-ნი ლობჟანიძის წინააღმდეგ ურთიერთდაკავშირებულ სამ სამართალწარმოებას, რომელთაგან ერთ-ერთი ასევე ეხებოდა მის სიდედრს, ქალბატონ ფერაძეს. კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელ პუნქტზე დაყრდნობით, მომჩივნები დავობდნენ, რომ მეორე სამართალწარმოების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები არ იყო სათანადოდ დასაბუთებული. ამასთან მიმართებით სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებები ეფუძნებოდა საკმარის მტკიცებულებებს, ხოლო მტკიცებულების შეფასების საკითხი არ წარმოადგენდა მის კომპეტენციას. ამდენად, სტრასბურგის სასამართლომ მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევა არ დაადგინა.
თუმცა, მოცემულ საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტისა და მე-3 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის დარღვევა დაადგინა და მიიჩნია, რომ მომჩივანს არ მიეცა შესაძლებლობა თვითონ აერჩია დამცველი; ამასთანავე, ეროვნული სასამართლოების გადაჭარბებულმა ფორმალურმა მიდგომამ, რაც გამოიხატა საპროცესო ვადის გაშვების გამო მისი საჩივრის დაუშვებლად ცნობაში, განაპირობა ის, რომ ვერ მოხერხდა მომჩივნის მსჯავრდების გადასინჯვა ზედა ინსტანციის სასამართლოს მიერ.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა