საქართველოს უზენაესი სასამართლო 03-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 02.03.2020
კატარის დედაქალაქ დოჰაში მუშაობა დაასრულა სასამართლოს მიუკერძოებლობის გლობალური ქსელის მაღალი დონის შეხვედრამ ,,წარსული, აწმყო და მომავალი“, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე მზია თოდუა, უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლეები ეკატერინე გასიტაშვილი და თამარ ზამბახიძე.
სასამართლოს მიუკერძოებლობის გლობალური ქსელი ამოქმედდა 2018 წლის აპრილში, მაღალი დონის შეხვედრაზე ვენაში, რომელმაც გააერთიანა 106 ქვეყნის 350 მონაწილე, 40 იურიდიული ასოციაცია და წარმოადგენს გაეროს ეგიდით ჩატარებული მოსამართლეთა ყველაზე ფართო შეკრებას.
მაღალი დონის შეხვედრის პლენარული სესიები მიეძღვნა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორიცაა: მოსამართლეების მიერ სოციალური მედიისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, გენდერთან დაკავშირებული სასამართლოს მიუკერძოებლობის საკითხები.
სასამართლოს მიუკერძოებლობის გლობალური ქსელის მაღალი დონის შეხვედრამ ეგიდით,,წარსული, აწმყო და მომავალი“ მუშაობა 27 თებერვალს დაასრულა.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა