საქართველოს უზენაესი სასამართლო 08-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 01.06.2012
31 მაისს უზენაეს სასამართლოში გამართული ოფიციალური ღონისძიებით დასრულდა დრეზდენის უმაღლესი სამხარეო სასამართლოს წარმომადგენელთა ვიზიტი საქართველოში.
საზეიმო მიღებაზე უზენაეს სასამართლოში ხელი მოეწერა ქართულ და გერმანულ მხარეებს შორის პარტნიორობის შესახებ განცხადებას.
დრეზდენის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეები და ფედერალური მინისტრები უკვე მესამე დღეა თბილისში იმყოფებიან.
ხელმოწერის ცერემონიას უზენაეს სასამართლოში საქსონიის მხარის იუსტიციისა და ევროპისათვის სახელმწიფო მინისტრი იურგენ მარტენსი, ასევე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური მინისტრი დირკ ნიბელი და დრეზდენის უმაღლესი სამხარეო სასამართლოს პრეზიდენტი ულრიხ ჰაგენლოხი დაესწრნენ.
გერმანელი მოსამართლეებისა და მინისტრების ვიზიტი ქართულ მხარესთან პარტნიორობის გაღრმავებასა და ურთიერთთანამშრომლობას ისახავს მიზნად.
ვიზიტი გერმანია-საქართველოს მეგობრული ურთიერთობების 20 წლისთავს მიეძღვნა.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა