საქართველოს უზენაესი სასამართლო 04-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 07.02.2020
7 თებერვალს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს კარიერის დაგეგმვის ცენტრის (ხელმძღვანელი მერი ტარიელაშვილი) სტუდენტები ეწვივნენ, რომლებიც მიმდინარე პროექტის ფარგლებში სტუმრობენ სხვადახსხვა სახელმწიფო სტრუქტურებს და ეცნობიან ამ სტრუქტურებში დასაქმებულ მოქალაქეთა პროფესიებს, საქმიანობას მათი მომავალი პროფესიების არჩევისა და კარიერის დაგეგმვის მიზნით.
საჯარო სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შეხვდა და ესაუბრა უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე ეკატერინე გასიტაშვილი, რომელმაც ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა დამსწრე აუდიტორიას უზენაესი სასამართლოს, როგორც უმაღლესი საკასაციო ინსტანციის ფუნქციისა და დანიშნულების, მისი როლისა და საქმიანობის შესახებ მართლმსაჯულების სისტემაში. ასევე ისაუბრა მოსამართლის პროფესიის მაღალი პასუხისმგებლობის, ყოველდღიური დატვირთულობისა და პირადი გამოცდილების შესახებ. მოსამართლემ უპასუხა დამსწრე აუდიტორიის მრავალრიცხოვან შეკითხვებს. საჯარო სკოლების მოსწავლეები და სტუდენტები ასევე ეწვივნენ უზენაესი სასამართლოს მართლმსაჯულების მუზეუმს და დაათვალიერეს უზენაესი სასამართლოს ისტორიული შენობა.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა