საქართველოს უზენაესი სასამართლო 04-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 07.02.2020
უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრმა თარგმნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2020 წლის 6 თებერვალს საქართველოს წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების მოკლე სამართლებრივი შეჯამება საქმეზე საყვარელიძე საქართველოს წინააღმდეგ.
წინამდებარე საქმე ეხება სამხედრო ჯავშანმანქანისა და მსუბუქი ავტომანქანის შეჯახების შედეგად მომჩივნის შვილისა და დის გარდაცვალებას და აღნიშნულ ავტოსაგზაო შემთხვევაზე დაწყებული გამოძიების არაეფექტიანობას. სტრასბურგის სასამართლომ განაცხადა, რომ საგამოძიებო ორგანოები სისხლის სამართლის საქმეს 13 წლის განმავლობაში იძიებდნენ, რაც საბოლოოდ ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო გამოძიების შეწყვეტით დასრულდა. სასამართლომ კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევა დაადგინა და მიიჩნია, რომ ხელისუფლებამ ვერ წარმოადგინა რაიმე დამაჯერებელი არგუმენტი, თუ რამ გამოიწვია გამოძიების გაჭიანურება.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა