საქართველოს უზენაესი სასამართლო 04-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 19.12.2019
19 დეკემბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში პლენუმის სხდომა გაიმართა, რომელსაც უზენაესი სასამართლოს 22 წევრი ესწრებოდა. სხდომას ასევე ესწრებოდნენ საერთაშორისო დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კერძოდ; ევროპის საბჭოს, ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის, USAID/PROLOG-ის, საქართველოს ახალგაზრდა იურიუსტთა ასოციაციის, სახალხო დამცველის აპარატის, ,,საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას“ წარმომადგენლები.
უზენაესი სასამართლოს პლენუმმა ერთხმად აირჩია საკვალიფიკაციო პალატის წევრად მოსამართლე მამუკა ვასაძე.
უზენაესი სასამართლოს პლენუმმა ასევე ერთხმად აირჩია სადისციპლინო პალატის წევრად მოსამართლე მირანდა ერემაძე.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა