საქართველოს უზენაესი სასამართლო 04-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 26.11.2019
მიმდინარე წლის 17-21 ნოემბერს, ევროკავშირის თანადაფინანსებული პროექტის ,,საქართველოს კომერციული სამართლის და პრაქტიკის გაუმჯობესება“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოების პროგრამის მიერ, გაიმართა სასწავლო ვიზიტი დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში ეგიდით ,,კომერციული სასამართლოებისა და პრაქტიკის გაცნობა ლონდონში“.
დელეგაციაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე მზია თოდუა, წარმოდგენილნი იყვნენ თბილისის სააპელაციო საამართლოს მოსამართლე ამირან ძაბუნიძე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბურჯანაძე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და მისი პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი, ადვოკატთა ასოციაციის კომერციული და კონკურენციის სამართლის კომიტეტის თავმჯდომარე მარინე ნიქაბაძე, BLC-ის წარმომადგენელი, პარტნიორი გიორგი ბათლიძე.
სასწავლო ვიზიტის პროგრამით დაგეგმილი იყო შეხვედრები ინგლისისა და უელსის ბიზნესისა და საკუთრების საქმეთა სასამართლოებში, სადაც დელეგაციის წევრები გაეცნენ კომერციული სასამართლოების საქმიანობას, არსებულ პრაქტიკასა და პროცედურებს, შეხვდნენ კომერციული სასამართლოს მოსამართლე ვეკმანს, ასევე გაიმართა შეხვედრა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლორდ მაქკომბთან. დელეგაციის წევრები ასევე ესაუბრნენ კომერციული სასამართლოს კანცელარიის თანამშრომლებს და დაესწრენ სასამართლო სხოდომებს. დელეგაციის წევრებთან შეხვდრა გამართეს ლორდმა მოსამართლე ლეგატმა, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, რომელიც უახლოეს ხანში გახდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ლონდონის კომერციული სასამართლოს მოსამართლე პირსმა, მანჩესტერის კომერციული სასამართლოს მოსამართლე პელინგმა, უმაღლესი ტრიბუნალის მოსამართლე ჰერინგტონმა, უფროს კომერციულ საქმეთა ადვოკატმა ენდრიუ ონსლოუმ და სხვებმა.
შეხვედრების დღის წესრიგით ასევე დაგეგმილი იყო ვიზიტები კომერციულ საქმეთა სასამართლოებში და შეხვედრა სპეციალიზებულ კომერციული დავების საადვოკატო ფირმის ადვოკატებთან. გაიმართა ასევე შეხვედრები კომერციული დავების სოლისიტორებთან და სასამართლო მომხმარებლებთან, საგადასახადო და კანცლერის პალატაში ზემდგომ სასამართლოში, სადაც დელეგაციის წევრები გაეცნენ ისტორიას, როლს, პრაქტიკასა და პროცედურებს. შეხვდნენ ზემდგომი სასამართლოს მოსამართლე ტომ ჰერინგტონს. დელეგაცია თბილისში 22 ნოემბერს დაბრუნდა.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა