Chamber of Control of Georgia

საქართველოს უზენაესი სასამართლო 20-05-2025

ამობეჭდვა

გამოქვეყნებულია 25.11.2019

ტაშკენტში საერთაშორისო კონფერენცია დასრულდა

ადამიანებით  ვაჭრობის წინაღმდეგ ბრძოლის, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ბიუროს სპეციალური წარმომადგენლისა და კოორდინატორის (OSCE), ასევე უზბეკეთის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოსა და უზბეკეთში ეუთოს პროექტების კოორდინატორის მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 13-14 ნოემბერს, უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში, ჩატარდა  საერთაშორისო კონფერენცია თემაზე ,,უმაღლეს სასამართლოთა განსაკუთრებილი როლი ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში’’.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატის მოსამართლე გიორგი შავლიაშვილი, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა  ქ.ტაშკენტიდან.

საერთაშორისო კონფერენცია მიზნად ისახავდა სასამართლოებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობისთვის პლატფორმის შეთავაზებას, რომელიც საშუალებას მისცემს მონაწილეებს ერთმანეთს მომავალშიც გაუზიარონ გამოცდილება და  იმსჯელონ ადამიანებით ვაჭრობის საქმეთა განხილვის სფეროში ახალ გამოწვევებზე, სამართლებრივ პრობლემებსა და პრაქტიკაზე.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ ეუთოს პარტნიორი და მონაწილე სახელმწიფოების უმაღლესი ინსტანციის სასამართლოთა  მოსამართლეები. საერთაშორისო კონფერენციის მუშაობა ოთხი სესიის ფარგლებში წარიმართა და განიხილეს საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანებით ვაჭრობის საკითხებზე წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეთა თავისებურებებთან, კერძოდ, მტკიცებულებათა საკმარისობასა და მოწმეთა და დაზარალებულთა ჩვენებების შეფასების პრობლემატიკასთან. წარმოდგენილი იქნა საინტერესო პოზიციები დაზარალებულთა ფსიქოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით მათ მიერ მიცემული ჩვენების უტყუარობის საკითხებზე.

მნიშვნელოვანი მსჯელობა წარიმართა ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის შესახებ და მის უშულო კავშირზე ტრეფიკინგის დანაშაულთან. ასევე ადამიანებით ვაჭრობის დანაშაულის თანამედროვე გამოვლინებებზე და ა. შ.

ერთხმად აღინიშნა უმაღლეს სასამართლოთა განსაკუთრებული როლი და ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში, ვიანაიდან ისინი წარმოადგენენ პრაქტიკის დამდგენ და დოქტრინალურ სასამართლოებს. და, რომ სწორედ უმაღლესი სასამართლოების ხელმძღვანელობით ხდება ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ არსებული კანონმდებლობის ეფექტური გამოყენების უზრუნველყოფა.

კონფერენციის დასრულებისას აღინიშნა მორიგი კონფერენციის ჩატარების საჭირეობის შესახებაც, რაც განხილულ საკითხთა მრავალფეროვნებამ და მონაწილეთა აქტიურობამ განაპირობა.

ამასთან, უზენაესი სასამართლო განსაკუთრებულ მადლობას უხდის საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ანტინარკოტიკულ ბიუროს, ფინანსური მხარდაჭერისა და თანამშრომლობისათვის.

http://www.supremecourt.ge

ამობეჭდვა