საქართველოს უზენაესი სასამართლო 04-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 22.11.2019
მიმდინარე წლის 27 ნოემბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, 16:00 საათზე გაიმართება ღია კარის დღე, რომელსაც უმასპინძლებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამართლებრივი მხარდაჭერის ხელმძღვანელი, ქალბატონი ლია ყიფიანი. დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ მიიღონ ინფორმაცია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მუშაობის ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით, ასევე შეძლებენ დაათვალიერონ საქართველოს უზენაესი სასამართლოს შენობა და მართლმსაჯულების მუზეუმი.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პროტოკოლის განყოფილებას.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა