საქართველოს უზენაესი სასამართლო 04-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 11.11.2019
4-5 ნოემბერს ლუქსემბურგში, ევროკავშირის სასამართლოში, გაიმართა საქართველოს სასამართლო ხელისუფლების, მათ შორის საქართველოს უზენაესი სასამართლოს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს წარმომადგენელთა ვიზიტი, რომელიც მოიცავდა გაცნობით შეხვედრებს და სემინარებს ქართველი მოსამართლეებისთვის საინტერესო საკითხებზე. ვიზიტი განხორციელდა ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროეტის ფარგლებში. უზენაესი სასამართლოდან დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე მზია თოდუა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ნინო ბაქაქური და ნუგზარ სხირტლაძე.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა