საქართველოს უზენაესი სასამართლო 04-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 04.11.2019
4-5 ნოემბერს ლუქსემბურგში, ევროკავშირის სასამართლოში, გაიმართება საქართველოს სასამართლო ხელისუფლების, მათ შორის საქართველოს უზენაესი სასამართლოს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს წარმომადგენელტა ვიზიტი, რომელიც მოიცავს გაცნობით შეხვედრებს და სემინარებს ქართველი მოსამართლეებისთვის საინტერესო საკითხებზე. ვიზიტი ხორციელფება ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროეტის ფარგლებში. უზენაესი სასამართლოდან დელეგაციის შემადგენლობაში არიან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე მზია თოდუა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ნინო ბაქაქური და ნუგზარ სხირტლაძე.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა