საქართველოს უზენაესი სასამართლო 04-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 31.10.2019
29 ოქტომბერს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მართლმსაჯულების მუზეუმს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები ესტუმრნენ. მომავალი სამართალმცოდნეები შეხვდნენ უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლეს ზურაბ ძლიერიშვილს, რომელმაც საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა სტუდენტებს ქვეყანაში მიმდინარე სასამართლო რეფორმისა და მოსამართლის პროფესიული მოღვაწეობის მნიშვნელოვან საკითხებზე. სტუდენტებმა ასევე დაათვალიერეს ისტირული დარბაზი, სადაც დღემდე იმართება სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო სხდომები.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა