საქართველოს უზენაესი სასამართლო 04-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 31.10.2019
უზენაესი სასამართლოს ეროვნული სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების განყოფილებამ გამოსცა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებათა კრებულები (2019 # 7 და 8) სამოქალაქო საქმეებზე.
# 7 კრებულის თემაა დელიქტური ვალდებულებანი. კერძოდ, ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძვლები, გაზრდილი სარჩოს დაკისრების მართლზომიერება, სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურება, პასუხისმგებლობა ნაგებობიდან გამომდინარე მომეტებული საფრთხით გამოწვეული ზიანისათვის და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა.
# 8 კრებულში გაერთიანდა დავები, რომელიც ეხება სამოქალაქო კოდექსის ზოგადი ნაწილის ისეთ საკითხებს, როგორიცაა გარიგების ბათილობა და ხანდაზმულობა.
იხილეთ:
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა