საქართველოს უზენაესი სასამართლო 04-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 29.10.2019
29 ოქტომბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის საელჩოს ეკონომიკური ატაშე გენადი კლიგა ეწვია, რომელიც მიიღო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარემმზია თოდუამ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლეები ზურაბ ძლიერიშვილი და პაატა ქათამაძე. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები სამართლებრივი მიმართულებით. მზია თოდუამ ელჩს გააცნო საქართველოში მიმდინარე სასამართლო რეფორმის მიმდინარეობის პროცესი და ის მიღწევები, რაც სისტემაში განხორციელდა რეფორმის შედეგად. ეკონომიკური ატაშე დაინტერსდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა გამწესების პროცესით და სასამართლო გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულების საკითხებით.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა