საქართველოს უზენაესი სასამართლო 04-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 18.10.2019
ბუდაპეშტში მუშაობა დაასრულა სასამართლოსა და კომუნიკაციის მე-7 საერთაშორისო კონფერენციამ, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობდნენ
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლეები ეკატერინე გასიტაშვილი და ნინო ბაქაქური. ქართველი მოსამართლეები უნგრეთში მართლმსაჯულების აკადემიის მიწვევით სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ.
მოსამართლეები მონაწილეობდნენ სასამართლოსა და კომუნიკაციის მე-7 საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში.კონფერენციაზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა სასამართლოსადმი ნდობის გაძლიერება კომუნიკაციის მეშვეობით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე სასამართლოს ურთიერთობა საზოგადოებასთან, სასამართლოს მისია ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობაში, სასამართლოს შიდა კომუნიკაცია და პერსონალის მოტივაციის მნიშვნელობა. ორდღიან საერთაშორისო კონფერენციას ცხრამეტი ქვეყნის მოსამართლეები ესწრებოდნენ.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა