საქართველოს უზენაესი სასამართლო 04-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 15.10.2019
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლეები ეკატერინე გასიტაშვილი და ნინო ბაქაქური უნგრეთის მართლმსაჯულების აკადემიის მიწვევით სამუშაო ვიზიტით ბუდაპეშტში იმყოფებოდნენ.
მოსამართლეები მონაწილეობდნენ სასამართლოსა და კომუნიკაციის მე-7 საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში.კონფერენციაზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა სასამართლოსადმი ნდობის გაძლიერება კომუნიკაციის მეშვეობით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე სასამართლოს ურთიერთობა საზოგადოებასთან, სასამართლოს მისია ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობაში, სასამართლოს შიდა კომუნიკაცია და პერსონალის მოტივაციის მნიშვნელობა. ორდღიან საერთაშორისო კონფერენციას ცხრამეტი ქვეყნის მოსამართლეები ესწრებოდნენ.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა