საქართველოს უზენაესი სასამართლო 04-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 11.10.2019
10 ოქტომბერს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე მაია ვაჩაძე შეხვდა თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლების მოსწავლეებს, რომლებიც ჩართულნი არიან ორგანიზაცია კარიერის დაგეგმვის ცენტრის აქტივობებში. (ხელმძღვანელი მერი ტარიელაშვილი). მოსამართლე მაია ვაჩაძემ ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა სკოლის მოსწავლეებს თავისი ბიოგრაფიის მნიშვნელოვანი პერიოდების, მომენტების, მოსამართლის პროფესიის, მოსამართლის თანაშემწის დატვირთულობის, მოსამართლის მაღალი პასუხისმგებლობისა და უფლება-მოვალეობების შესახებ, ამ პროფესიის ადამიანთა პიროვნული და პროფესიული თავისუფლების, საზოგადოებრივი შეზღუდვებისა და ეთიკური პრინციპების შესახებ. საინტერესო შეკითხვები დაისვა დღეს სასამართლო სისტემაში მიმდინარე მნიშვნელოვანი რეფორმებისა და მიღწევების შესახებ. შეხვედრის დასასრულს მოსამართლე მაია ვაჩაძემ კარიერის დაგეგმვის ცენტრს საჩუქრად გადასცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ბუკლეტი და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კომენტარების გამოცემა. მოსწავლეებმა დაათვალიერეს უზენაესი სასამართლოს მართლმსაჯულების მუზეუმი და ისტორიული შენობა.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა