საქართველოს უზენაესი სასამართლო 04-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 24.05.2019
18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს, უზენაესი სასამართლოს მართლმსაჯულების მუზეუმიც შეუერთდა და ეს მნიშვნელოვანი დღე დამთვალიერებელთა სიმრავლით აღნიშნა.
მართლმსაჯულების მუზეუმს ეწვივნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების პროფესიული კოლეჯის სტუდენტები, რომლებმაც დაათვალიერეს უზენაესი სასამართლოს ისტორიული შენობა, სასამართლო დარბაზები, გაეცნენ მუზეუმის ძველ და შედარებით გვიანი, პოსტსაბჭოთა პერიოდის ექსპონატებს, მიიღეს ინფორმაცია ქართული საერო და სასულიერო სამართლის ძეგლების შესახებ, გადაიღეს სასამართლო დარბაზების ისტორიული მნიშვნელობის ნივთები და ექსპონატები. ფოტოსესიის შემდეგ სტუდენტებმა სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთეს მართლმსაჯულების მუზეუმის შთაბეჭდილებათა წიგნში.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა