საქართველოს უზენაესი სასამართლო 04-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 06.05.2019
3 მაისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე ვასილ როინიშვილი ევროკავშირის პროექტის გუნდის ხელმძღვანელს აურელიო ლა ტორეს და მოსამართლეებს სავას პაპასავასა და იან ფორესტერს შეხვდა, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან ევროკვშირის მიერ კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში.
შეხვედრა კონკურენციის სააგენტოს ინიციატივით გაიმართა. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში კონკურენციის განვითარების პერსპექტივებზე, რაც უნდა განხორციელდეს ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის კონტექსტში. ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარემ სტუმრებს გააცნო საქართველოში არსებული მდგომარეობა, სამართლებრივი დავების სპეციფიკა ამ მიმართულებით.
ევროკავშირის ექსპერტებმა გამოთქვეს ქართველი კოლეგების დახმარების სურვილი, რაც პრაქტიკულად გამოიხატება სემინარებისა და კონფერენციების ორგანიზებით. ასევე აღინიშნა, რომ ევროპის ქვეყნებიდან მოსამართლეები როგორც ახლა ასევე მომავალშიც ჩამოვლენ, რათა გაუზიარონ სამართლებრივი პრაქტიკა ქართველ მოსამართლეებს, იურისტებსა და ადვოკატებს.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა