საქართველოს უზენაესი სასამართლო 08-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 25.04.2012
2012 წლის 25 აპრილს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართა კონფერენცია თემაზე „ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების გამოყენება საქართველოსა და ნორვეგიაში“.
კონფერენცია საქართველოში მოქმედი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა. მომხსენებლებმა ისაუბრეს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებათა როლზე ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების პროცესში, ასევე, როგორ ითვალისწინებს საქართველოს და ნორვეგიის უზენაესი სასამართლოები ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებს.
ნორვეგიის უზენაესი სასამართლოს წარმომადგენელთა დელეგაცია, ნორვეგიის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ტურე შაის ხელმძღვანელობით უკვე მეორე დღეა საქართველოში იმყოფება.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა