საქართველოს უზენაესი სასამართლო 04-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 10.04.2019
საქართველოში უკვე მრავალი წელია ტარდება Telders -ის იმიტირებული სასამართლო პროცესის შეჯიბრი.
2019 წლის 31 მარტს საქართველოს უზენაეს სასამართლოს Telders -ის ეროვნული იმიტირებული სასამართლო პროცესის შეჯიბრის მონაწილეები ეწვივნენ.
იმიტირებულ პროცესში მონაწილეობა მიიღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან შეჯიბრში მონაწილებდნენ: მარიამ ორჟონია, მარიამ ნოზაძე და ანა მუხიგულაშვილი, ხოლო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს წარმოადგენდნენ გიორგი თავართქილაძე, ნანა ვეკუა, იზა სამუშია და მარიამ ასათიანი.
შეჯიბრს მოსამართლეობა გაუწიეს უმაღლესმა და წამყვანმა იურისტებმა. შეჯიბრის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით ორივე გუნდი გაემგზავრება საერთაშორისო იმიტირებულ პროცესში მონაწილეობის მისაღებად ჰააგაში, ნიდერლანდების სამეფოში.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა